საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ხშირად აწყობს კონკურსებს ზოგადსაგანმანათებლო დაწესებულებების მოსწავლეებისათვის. ამჯერად გამოცხადებული ,,ჩვენი ენა ქართული“ - ბლოგების კონკურსია. როდესაც მის შესახებ გავიგეთ, ძალიან გაგვიხარდა, რადგან მიგვაჩნია, რომ ყოველმა ქართველმა კარგად უნდა იცოდეს საკუთარი ქვეყნის, ენისა თუ დამწერლობის ისტორია. ბლოგზე მუშაობა კი ამას ხელს შეუწყობს, მოსწავლეები ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მოვიძიებთ, შევიმეცნებთ, რათა გამძაფრებული ეროვნული თვითშეგნება და გაცნობიერებული, მიზანმიმართული საერთო ძალისხმევა მივმართოთ ჩვენი ენის პატივისა და ღირსების შენარჩუნებისთვის.
დედა ენის დღე - 14 აპრილი საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება და გვიხარია კიდეც, რომ ჩვენს უძველესსა და განსაკუთრებულ ენას თავისი დღე აქვს, რადგან, როგორც დიდი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა: "ქართულ დამწერლობას თავისი მრავალსაუკუნოვანი საგულისხმო ისტორია აქვს, რომელიც ჩვენი ენის ინტენსიური კულტურული ცხოვრებისა და შემოქმედების ნაყოფია" და მას დღესაც სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს.

1978 წლის 14 აპრილის მანიფესტაციების შესახებ ჩვენი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ქ-ნი მარინე სეხნიაშვილის (აქციის მონაწილე იყო) მონაყოლიდან ვიცით, რადგან ყოველ 14 აპრილს ემოციურად გვახსენებს, როგორ გაილაშქრა ახალგაზრდა თაობამ კონსტიტუციაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმების წინააღმდეგ და მათი ძალისხმევის შედეგად, როგორ შევინარჩუნეთ "ჩვენი ენა ქართული".
მაგრამ დღესდღობით ისიც ძალიან გვაწუხებს და გვტკივა, თუ როგორ მახინჯდება ჩვენი სალიტერატურო ენა, რა ხშირი შემთხვევებია ენობრივი ნორმების დარღვევისა, რამდენ შეცდომას უშვებენ ჟურნალისტები, რამდენი სიტყვაა შეცდომით დაწერილი და განთავსებული ბანერებსა თუ მაღაზიის აბრებზე.
სასურველია, საქართველოს მთავრობამ ამ თვალსაზრისით მეტი ყურადღება გამოიჩინოს და შესაბამისი ზომებიც მიიღოს.
ჩვენი ბლოგისთვის კი რამდენიმე სექცია შევარჩიეთ: გამონათქვამები ქართული ენის შესახებ, სტატიები ენასა და დამწერლობაზე, ხშირად დაშვებულიშეცდომები, ენობრივი ნორმების დარღვევის შემთხვევები, ინტერვიუები და, რაც მთავარია, მოკლე ინფრმაცია თავად ჩვენ შესახებ.