გამონათქვამები ქართულ ენაზე


ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ


დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!
და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ,
და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.
იოანე ზოსიმე

ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული, და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა, და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული

ლეონტი მროველიქართლის ცხოვრება

„არცარა ენის უტკბესი იქნების და არცარა ენის უმწარესი პირსა ყოვლისა ქვეყნისასა“
საბა

„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!“
გრიგოლ ორბელიანი

„წარმატებანი ენისა და სიტყვიერებისანი მოწმობენ აღმატებასა ერისასა“
სოლომონ დოდაშვილი

„ქართველმა საოცრად სრულჰყო თავისი ენა. ვინც გაცნობილია ევროპულ ენებს და ქართულ ენას შეადარებს, შეუძლებელია არ გააკვირვოს მისმა მოქნილობამ, გამოთქმების სიმდიდრემ, ფორმების მოხდენილობამ, მისმა უნარმა, რომ თავისუფლად გამოხატოსთვით ისეთი მეცნიერული ჭეშმარიტებანი, რისთვისაც არც ერთ ლიტერატურულად განვითარებულ ენას არ გააჩნია ფორმები. მხედრული დამწერლობა ჩამოყალიბდა ძვ.წ. 3 საუკუნიდან, ხუცური კი ახ.წ. 5 საუკუნიდან, ორივე სრულყოფილია და ერთიანი განვითარების ნაყოფი.“
„საქართველოს ისტორია“ 1873(რუსულად)

„მტრობა ენის არის მტრობა ქვეყნის“
ილია
„გულს მისვენია ხატადა ენა მთისა და ბარისა, მე არც ერთს კილოს არ ვწუნობ, თუა ქართველის გვარისა“
ვაჟა

„მშობლიური ენის და წიგნის უარყოფა თავის თავის უარყოფაა, თავისი თავის გათახსირებაა“
„სიტყვა ცოცხალი ორგანიზმია და დროთა განმავლობაში ხშირად შინაარსს იცვლის “
შალვა ნუცუბიძე

„ქართული ანბანი მჭიდროდ მიჰყვება ბერძნულ პროტოტიას, მაშინ როცა სომხური მისგან მთლიანად(ტოტალურად) განსხვავდება“
„ღვინის წასახდენად წყალია მოგონილი, ხალხის დასაღუპავად-ენის გარყვნა“
„დროებიდან“
ქართველოლოგები ქართული ენის შესახებ
„გამოხატვის საშუალებებით ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია. ის არც სიტყვის მარაგით ჩამოუვარდება ყველაზე უფრო განვითარებულ ენებს“
პროფ.რ.მეკელაინი, ქართველოლოგი

„ქართული ენა მშვენიერი ენაა, ზუსტი და მოქნილი, ორიგინალური“
რენე ლაფონი, ქართველოლოგი

„გამაოცა ქართული ენის დროთა და კილოთა სიუხვემ“
ლაიბნიცი

 „ქართული ენა მსოფლიოს მერვე საოცრებაა“
ამერიკელი მეცნიერი დოდონა კიზირია

„ქართული ენა ყოველთვის ბედნიერებას მანიჭებს“
ლუიჯი მაგაროტი, იტალიელი ქართველოლოგი

ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარა ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლეთის ევროპისა, რომ არა თუ ქართველმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა, განსაკუთრებით, ცოცხალი ქართული ენა, მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს, ისე მდიდრულია ქართული ენა. შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებებით იგი მსოფლიო ენაა.”
ნიკო მარი

No comments:

Post a Comment

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ხშირად აწყობს კონკურსებს ზოგადსაგანმანათებლო დაწესებულებების მოსწავლეე...