ჩვენ შესახებ

ბლოგზე მუშაობდნენ:

ნინო ყარაულაშვილი - 16 წლის, ვსწავლობ თელავის მე-9 საჯარო სკოლის XI2 კლასში. ბავშვობიდანვე მაინტერესებდა ლიტერატურა და „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლის შემდეგ სერიოზულად დავინტერესდი ქართული ლიტერატურით. პოემამ მთლიანად მომიცვა და საბოლოოდ მიმაჯაჭვა ქართულ ლიტერატურაზე. მალევე  მივედი  იმ აზრამდე, რომ მომავალში ფილოლოგობა მინდა,  გადავწყვიტე შეგნებული ცხოვრება ამ საქმიანობას დავუთმო. ამ კონკურსმაც სწორედ ამიტომ დამაინტერესა. გარდა მშობლიური ენის უკეთ გაცნობისა, პროექტი მაძლევს საშუალებას ვიმუშავო ტექნოლოგიებთან და განვივითარო გუნდური მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

ანა ბაჩიაშვილი - 16 წლის, ვსწავლობ თელავის მე-9 საჯარო სკოლის XIკლასში. პატარაობიდანვე ძალიან მიყვარდა ქართული ენა, თუმცა, ამას კარგად ვერ ვიაზრებდი, სანამ არ გავეცანი ჩვენს დიდ მწერლებსა და პოეტებს და, რა თქმა უნდა, მათ ნაწარმოებებს. გარდა ამისა, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელმაც კიდევ უფრო მეტად დამაფიქრა ამ ენის მნიშვნელობაზე და შეიძლება ითქვას რომ, ახლა ნამდვილად მიყვარს ის სულით, გულითა და გონებით. ხშირად ვფიქრობ, როგორ შეიძლება გამოსწორდეს ის ენობრივი შეცდომები, რომლებსაც ქართველები ვუშვებთ საუბრისას თუ წერისას, სწორედ ამ ყველაფრის გამო გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო ბლოგის შექმნაში, რომლის მიზანიც აბსოლუტურად ემთხვევა ჩემსას.


ანა ხეჩიაშვილი - 16 წლის. ვსწავლობ თელავის IX საჯარო სკოლაში, XI კლასში. ძალიან მიყვარს ხელოვნება და მეცნიერება, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ამ საკითხებში გავნათლდე. ლიტერატურაც ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი დარგია და სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც მივიღე ამ პროექტში მონაწილეობა. ჩემი აზრით, არასდროსაა ურიგო რაიმე ახლის შესწავლა, ამიტომ ყოველთვის ვერთვები მსგავს არაფორმალურ პროექტებში, ეს ყოველივე ახლის  შეცნობაში მეხმარება. გატაცებული ვარ ფოტოგრაფიით, ვთამაშობ ჩოგბურთს, მიყვარს ფსიქოლოგია, სოციალური მეცნიერებები და კინემატოგრაფია. ალბათ, სულ ესაა, რაც ჩემზე მინდოდა მეთქვა, იმედია, თავი არ მოგაბეზრეთ და ვიმედოვნებ, რომ ბლოგით ისიამოვნებთ.

No comments:

Post a Comment

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ხშირად აწყობს კონკურსებს ზოგადსაგანმანათებლო დაწესებულებების მოსწავლეე...