ქართული დამწერლობის შესახებ
ქართული ანბანი ერთ-ერთია იმ 14 ანბანთაგან, რომლითაც
დღეს მსოფლიო სარგებლობს. ის სამი სახისაა:ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. ქართული
კონსონანტურ-ვოკალიზებული დამწერლობაა(ნიშნები გამოხატავენ როგორც თანხმოვან, ასევე
ხმოვან ფონემებს).
ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ მეცნიერების აზრები
იყოფა და ჩვენ წინაშე არის რამდენიმე მეტად უ ნაკლებად სარწმუნო ვერსია, რომლებიც ხსნიან
„მწიგნობრობაჲ ქართულის“ წარმომავლობას.
ანბანის შესახებ ცნობებს ორი ისტორიული წყარო იძლევა,
ესენია „ქართლის ცხოვრება“ და „მაშტოცის ცხოვრება“. ლეონტი მროველის თანახმად, დამწერლობა
მეფე ფარნავაზმა შექმნა:”ესე
ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი, ამან განავრცო ენაჲ
და არღარა იზრახებოდა სხუაჲ ენაჲ ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა, და ამან შექმნა მწიგნობრობაი
ქართული.”
ივანე ჯავახიშვილი ლეონტი მროველის ვერსიას უარყოფს: „მას ქართული „მწიგნობრობა“
ფარნავაზ მეფის შემოღებულად მიაჩნია. რადგან ეს ფარნავაზი XI საუკუნის ამ ისტორიკოსს საქართველოს სახელმწიფოს
და საზოგადოებრივი წეს-წყობილების, იმდაგვარადვე, როგორც სარწმუნოების შემოქმედად ჰყავს
გამოყვანილი და ზღაპრულ პიროვნებად არის ქცეული, ამიტომ ლეონტი მროველის ცნობას ქართული ანაბანის შესახებ ფასი ეკარგება “
კორიუნის „მაშტოცის ცხოვრებაში“ აღწერილია ცნობილი სომხის, მესროპ მაშტოცის
მოღვაწეობა. ამ წყაროს თანახმად მაშტოცი არის სომხური, ქართული და ალბანური ანბანების
შემქმნელი. ის ქართლში მოწაფეებთან ერთად გაემგზავრა და მოაქცია ქართლი: „ხოლო მან
ისინი გამოაწრთო თავისი მოძღვრების გრდემლში, ჩამოაცილა მათ ბოროტსუნიანი ჟანგი და
კერპთა ცრურწმენით თაყვანისცემის ჭუჭყი და ისე დააშორა წინაპრების ადათებს, რომ მათ
სრულიად დაივიწყეს თავიანთი წარსული.“
ამ მოსაზრებას სომეხი ისტორიკოსებისა და ენათმეცნიერების უმრავლესობა დაუეჭვებლად
იზიარებს, თუმცა ივანე ჯავახიშვილმა ეს წყაროც ეჭვქვეშ დააყენა. მან თქვა, რომ შეუძლებელია
ბრმად ნდობა წყაროსი, რომლის სისწორეც სათანადოდ არავის განუხილავს.
მაშტოცისა და მისი მოღვაწეობის შესახებ სხვა წყაროც არსებობს- მოვსეს ხორენაცის
„სომხეთის ისტორია“. ხორენაცი წერს: „რაც შეეხება მესროპს, იგი წავიდა ქართველთა ქვეყანაში
და მადლის ზეგარდმო მონიჭებით მათაც შეუქმნა ანბანი ვინმე ჯალასთან ერთად, რომელიც
სომხური და ბერძნული ენებიდან თარგმნიდა“
ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ მეცნიერების აზრები
იყოფა და ჩვენ წინაშე არის რამდენიმე მეტად თუ ნაკლებად სარწმუნო ვერსია, რომლებიც ხსნიან
„მწიგნობრობაჲ ქართულის“ წარმომავლობას.
ანბანის შესახებ ცნობებს ორი ისტორიული წყარო იძლევა,
ესენია „ქართლის ცხოვრება“ და „მაშტოცის ცხოვრება“. ლეონტი მროველის თანახმად, დამწერლობა
მეფე ფარნავაზმა შექმნა:”ესე
ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი, ამან განავრცო ენაჲ
და არღარა იზრახებოდა სხუაჲ ენაჲ ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა, და ამან შექმნა მწიგნობრობაი
ქართული.”
ივანე ჯავახიშვილი ლეონტი მროველის ვერსიას უარყოფს: „მას ქართული „მწიგნობრობა“
ფარნავაზ მეფის შემოღებულად მიაჩნია. რადგან ეს ფარნავაზი XI საუკუნის ამ ისტორიკოსს საქართველოს სახელმწიფოს
და საზოგადოებრივი წეს-წყობილების, იმდაგვარადვე, როგორც სარწმუნოების შემოქმედად ჰყავს
გამოყვანილი და ზღაპრულ პიროვნებად არის ქცეული, ამიტომ ლეონტი მროველის ცნობას ქართული ანაბანის შესახებ ფასი ეკარგება “
კორიუნის „მაშტოცის ცხოვრებაში“ აღწერილია ცნობილი სომხის, მესროპ მაშტოცის
მორვაწეობა. ამ წყაროს თანახმად მაშტოცი არის სომხური, ქართული და ალბანური ანბანების

მეცნიერების აზრით, სომხურ წყაროებში ქართული ანბანის შესახებ მოგვიანებით
მიამატეს.
ზაზა ალექსიძე წერს: „ცნობა მაშთოცის
მიერ ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ „ეპისტოლეთა წიგნში შეტანილია X საუკუნის შემდეგ.“
ანბანის წარმოშობის ამ ვერსიის შესახებ ი.ჯავახიშვილი წერს: „ცხადია ასოთა
რიგისა და მათი რიცხვითი მნიშვნელობის ასეთი თვალსაჩინო, არსებითი განსხვავება ქართულსა
და სომხურ ანბანში შეუძლებელია ყოფილიყო, მათი შემდგენელი რომ მართლაც ერთი და იგივე პირი ყოფილიყო, როგორც სომხურ
მერმინდელ მწერლობაში კორიუნის გადამკეთებელი და მოსე ხორენელი ამტკიცებდნენ“.
რამაზ პატარიძე ანბანისა და ქართულ-სომხური წყაროების შესახებ წერს: „ამგვარად,
უნდა დავასკვნათ, რომ ქართულ და სომხურ ისტორიულ წყაროებში დაცული ცნობებით, ქართული
დამწერლობა შექმნილია წარმართულ ხანაში და შემოღებულია ქართველთა პირველი მეფის ფარნავაზის
მიერ“
ივანე ჯავახიშვილს დამწერლობის გრაფიკული შედარების მეთოდზე დაყრდნობით
მიაჩნდა, რომ ქართული ანბანი ფინიკიურ-არამეული ანბანებიდან წარმოსდგება. მისი აზრით,
ქართული ანბანი V საუკუნეზე ბევრად ადრე შეიქმნა
და მისი დასაბამი მცირე აზიაშია.
ხოლო გ.წერეთელი თვლიდა, რომ ქართული და არმაზული(არამეული დამწერლობის
თავისებური სახე) დამწერლობები ფინიკიურისა და ძველი არამეულისაგან წარმოდგება.
არსებობს ასევე მოსაზრება, რომლის მიზედვითაც ქართული დამწერლობა ბერძნულიდან
მომდინარეობს და ამას მოწმობს შემდეგი ფაქტები: წერის მიმართულება იგივეა, ანიდან ქანამდე
ასოთა მიმდევრიბა და რიცხვითი მნიშვნელობა იდენტურია, ქართულში წერასთან დაკავშირებული
არაერთი სიტყვა ბერძნულიდან მომდინარეობს, ამასთანავე, ზოგი ასოს დაწერილობა ბერძნულიდანაა
გადმოღებული ან გავს მას.
ამრიგად, ქართული ანბანის შექმნის შესახებ ბევრი განსხვავებული ვერსიაა
ცნობილი, მათ სიზუსტესა თუ მცდარობის დადგეას კი, ალბათ, დრო და კვლევა სჭირდება.
ნინო ყარაულაშვილი
გამოყენებული ლიტერატურა:
- ქართლის ცხოვრება, 1, ს.ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბ.1955, გვ.26
- ივანე ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათა-მცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, გვ.194
- Корюн, Житие Маштоца, გვ.100-101
- ივანე ჯავახიშვილი, ძველი სომხური საისტორიო მწერლობა, გვ.156-157
- მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ.223-224
- ზაზა ალექსიძე, დასახ.ნაშრომი გვ.046
- ივანე ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობა-მცოდნეობა, გვ,199
- რამაზ პატარიძე, ქართული ასომთავრული, გვ.23
- ივანე ჯავახიშვილი, დასახ.ნაშრ. გვ.236
- გიორგი წერეთელი, არმაზის ბილინგვა, გვ.13-14

ქართული ენა ჩვენი
სამეტყველო ენაა, ის, რითაც ვუზიარებთ ერთმანეთს სიხარულსა და დარდს, ხშირად, ნუგეშს
ვაძლევთ სხვას, ან პირიქით, სხვა გვამშვიდებს აღელვებულებს, როგორც ჩვენი უკვდავი შოთა
რუსთაველი იტყოდა, „ტკბილ-ქართულით“ ვესაუბრებით ერთმანეთს. ზოგჯერ მწარე-მწარე სიტყვებიც
გვჩვევია, მაგრამ, ალბათ, ესეც საჭიროა. ილია ამბობს: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა
ჩვენ მამა-პაპათგან: მამული, ენა და სარწმუნოება.“ მახსენდება გიორგი მერჩულეს სიტყვები:
„ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა
შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების.“ ვითომ არაფერი?!
ჩვეულებრივი სიტყვებია?! მაგრამ რამხელა დატვირთვა აქვს. რომ დავუკვირდეთ, ზუსტად,
ზემოთ ხსენებული ილიას ნათქვამის შინაარსი აქვს. ჩვენ ვიცით, რომ გიორგი მერჩულე X
ს-ში მოღვაწეობდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე XIX ს-ში. მაშინ ადამიანს შეუძლია იფიქროს,
რომ ჭავჭავაძემ ეს სიტყვები მერჩულესგან გადმოიღო და ამით მარტივად მოტყუვდება, თუ
არ იცის, რომ გიორგი მერჩულეს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“,
რომელშიც არის ეს ფრაზა, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი. საოცარია...
რამხელა საიდუმლოება დევს მთელ ამ ამბავში. ჩვენთვის ყველაზე ნათლად დასანახი კი ის
არის, როგორ ერთნაირად ფიქრობდა X ს-ისა და XIX ს-ის ადამიანი ჩვენთან. მათი ღირებულებები,
ფასეულობები არ შეცვლილა და ორივემ ზუსტად, ერთი და იმავე შინაარსის სიტყვა დაგვიტოვა
ისე, რომ ამის შესახებ არც ერთმა არ იცოდა. ორივე მათგანის აზრით, ქართული ენა სწორედ
ამ სამ მთავარ ღირებულებას შორისაა.
„ენა საღვთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა“,
მას ნამდვილად სჭირდება დიდი მოფრთხილება, რომ არ წალეკოს ბარბარიზმებმა და სხვა შეუფერებელმა
სიტყვებმა. ვისაც გვიყვარს ქართული ენა, განსაკუთრებით უნდა დავიცვათ, გავუფრთხილდეთ
და სხვებსაც შევაყვაროთ. საუბრისას თუ წერისას დაშვებული შეცდომები, ჩვენზე უფროს ადამიანებს
ვთხოვოთ გამოასწორონ, თანატოლებს მოვუწოდოთ სწორად, გამართულად ისაუბრონ და თუ არ ესმით,
რატომ უნდა მოიქცნენ ასე, ავუხსნათ, ხოლო რაც შეეხება მომავალ თაობას, ლაპარაკის დაწყებისთანავე
ვასწავლოთ სალიტერატურო ქართულით მეტყველება და ამ ენის მნიშვნელობა ჩვენთვის, თანაც
ისე, რომ მათ ეს ყველაფერი გადასცენ თავიანთ შთამომავლობას.
ილია წერდა: „ჩვენ ყველანი ქართულ
ენის ხმარებაში ცოდვილნი ვართ“, ეს, მართლაც, ასეა. შეცდომებს ყველა ვუშვებთ. ამის
გამოსწორებისათვის კი, ერთმანეთს ხშირად უნდა ვახსენოთ „ჩვენი სიმრუდე“. ჩვენ თავად
თუ არ ვუთხარით ერთმანეთს, სხვა ვინ გვეტყვის ამას. „ბორო-ტების აღვიარება ნახევარი
გასწორებაა“, სწორედ ამიტომ უნდა ვაღიაროთ, რომ ვუშვებთ შეცდომებს და მივიღოთ სხვების
შენიშვნები, როგორც ჩვენი დიდი წინაპარი ილია იტყოდა - „სიხარულითა და მადლობით“.
და ბოლოს, მინდა გთხოვოთ, ყველამ წავიკითხოთ
ილიას წერილი, საიდანაც უნდა ამოვიღოთ და ჩავიბეჭდოთ გონებაში ქართული ენის სიყვარული.
მაგრამ მხოლოდ გონებაში გატარებით, როდის იყო სულდგმულობდეს სიყვარული?! ამისათვის
საჭიროა შევიყვაროთ ის, სულითა და გულით, ხოლო როდესაც ამ ორს გონებასაც დავამატებთ
და გავიაზრებთ, აი, მაშინ გვექნება ნამდვილი სიყვარული „ჩვენის ქართულის ენისა“ და
ეს გაასწორებს „ჩვენს სიმრუდეს“.
ანა ბაჩიაშვილი
ტრადიცია გრძელდება...
1990 წლის 14 აპრილი - დედაენის დღე.
1990 წლის 15 ოქტომბერი - ჩემი სკოლის დაარსების თარიღია.
ქ. თელავში ამჟამინდელი IX საჯარო სკოლა გაიხსნა, მას ადრე „ენათა კოორდინირებული სწავლების“ ერქვა,
მოკლედ კი „გერმანული“.
სკოლაში სამი კლასი იყო და 45 მოსწავლე სწავლობდა. II კლასს ასწავლიდა ქართული ენის
დიდი მოამაგე, პროფესორი ლეილა შალვაშვილი, რომელმაც სკოლაში მნიშვნელოვანი ტრადიცია
დაამკვიდრა: ყოველი წლის 14 აპრილს ჩვენი სკოლის მოსწავლეები, მათ შორის იყო დედაჩემი,
ჩემი ბიძა და ბიცოლა, პირველად ქალაქის ე. წ. „ძველ ბაღში“მიდიოდნენ ილია ჭავჭავაძის
ძეგლთან და ყვავილებით ამკობდნენ, ხოლო შემდეგ რუსთაველის გამზირის გავლით ჩადიოდნენ
ყოფილი სკოლა-ინტერნატის ეზოში, სადაც დგას დედაენის ძეგლი, მიჰქონდათ ყვავილები და
პატარა ღონისძიებასაც აწყობდნენ.
ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. ყოველ წელს, ჩვენი სკოლის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებთან ერთად ღვაწლმოსილი პედაგოგის, ქ-ნი ლეილას მიერ დამკვიდრებულ ტრადიციას პირნათლად ასრულებენ, კვლავაც აგრძელებენ ილია ჭავჭავაძისა და დედაენის ძეგლის შემკობას. დარწმუნებული ვარ, ქ-ნი ლეილა შალვაშვილი, რომელიც ხშირად თავის თავს „დედაენაზე დაქორწინებულს“ უწოდებდა, ნამდვილად იამაყებდა მის მიერ შემოღებული ასეთი მნიშვნელოვანი ტრადიციის გაგრძელებით, რომელსაც არ ღალატობენ მისი მოსწავლეების შვილები და მათი თანაკლასელები.
ანა ბაჩიაშვილი
No comments:
Post a Comment