თამაზ მჭედლიძე და მისი "ასომთავრული"
ბატონმა თამაზმა წიგნის წერა 1999 წელს დაამთავრა, 2006 წელს კი ერთი ეგზემპლარი გამოუგზავნა თელავის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორს, ქ-ნ მაყვალა წიკლაურს, რომელიც ამანათმა დიდად გააკვირვა.
„ასომთავრული“
საკმაო მოცულობის წიგნია, 400 გვერდზე მეტია. მასში მრავლადაა ტაბულები და ილუსტრაციები,
ავტორის მიერ დამზადებული შრიფტების ნიმუშები, რომლებშიც, როგორც ბატონი თამაზი წერს,
ბევრი მხატვრული და ტექნიკური ნაკლია.
წიგნის
გადაშლისას თვალს მოგტაცებთ ასომთავრულით დაწყებული სათაური. სარჩევი მრავალფეროვანია,
მასში შედის: ასომთავრული ტაბულები, ხელითწერა, დღესასწაულები.ეს უკანასკნელი თავი
მეტად საინტერესოა, მოიცავს ინფორმაციას ქართული ეროვნული კალენდრის შესახებ,საქართველოს
დღესასწაულებს, ახალ დროშას, ახალ გერბს, ახალ სიმბოლიკას, რომელიც სათანადო სურათებითაა
გაფორმებული.
ბოლოს დართული
აქვს საგნობრივი საძიებელი, ილუსტრაციებისა და ტაბულების სია, ლიტერატურა.
ავტორის აზრით
„ასომთავრული“ განკუთვნილია ყველა იმ პირთათვის, ვისაც აინტერესებს ქართული დამწერლობა,
მისი ოცნება კი ის არის, რომ აღდგეს მთავრული და ნუსხური ასოები.

No comments:
Post a Comment